17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
მესამე სექტორი სასამართლო სისტემაში არსებულ შესაძლო კორუფციაზე საუბრობს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, სასამართლო სისტემაში არსებულ შესაძლო კორუფციაზე მესამე სექტორი საუბრობს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში აცხადებენ, რომ ფილიპ მორისის დავაზე პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება სათათბირო ოთახში გასვლის გარეშე მიიღო. ორგანიზაციას კითხვები გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილზეც აქვს.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევას არ იზიარებს თბილისის თამბაქოს დირექტორი. კომპანია ფილიპ მორისში კი, სასამართლოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს უწოდებენ.

მესამე სექტორის კვლევის პარალელურად, სააქციო საზოგადოება თბილისის თამბაქოს თანამშრომლებმა დღეს საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან საპროტესტო აქცია გამართეს. სწორედ სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ისაუბრა რამდენიმე დღის წინ სასამრთლოში არსებულ კორუფციაზე.

მინისტრთა კაბინეტის წევრები კი, სასამართლო სისტემას ნდობას უცხადებენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა უახლოეს პერიოდში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს და რეაგირებას მოითხოვს. სავაჭრო სამრეწველო პალატამ საბჭოს ანალოგიური განცხადებით უკვე მიმართა.

დღის ამბები