17 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წევრებმა გრიფირების ახალი მოდელი საჯაროდ გააკრიტიკეს

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წევრები საქართველოში ჩამოვიდნენ, მათ საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები ალექსნადრე ჯეჯელავას უწყების წარმომადგენლებს პირადად გააცნეს. საგამომცემლო სფეროში მომუშავე გავლენიანმა ორგანიზაციამ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული გრიფირების ახალი მოდელი დღეს საჯაროდ გააკრიტიკა.

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებაში ისინი საავტორო უფლებების შეზღუდვისა და სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემის მონოპოლიის საფრთხეებს ხედავენ. ამიტომ, მინისტრს ურჩევენ, რომ სახელმძღვანელოების ავტორებისა და გამომცემლობებისთვის შეთავაზებულ პირობებს გადახედოს.

გამომცემლობების წარმომადგენლების მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარი განათლების მინისტრმა დღის ბოლოს გააკეთა. ალექსანდრე ჯეჯელავა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

თბილისში მყოფი გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წევრები შეხვედრებს ხვალაც გამართავენ, ამჯერად უკვე განათლების სამინისტროში. ასოციაცია 200-მდე გამომცემელს აერთიანებს და მსოფლიოს მასშტაბით საგამომცემლო სფეროში მომუშავე ორგანიზაციების უფლებებს იცავს.

დღის ამბები