17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
IRI-მ ის რაოდენობა დათვალა, ვინც საკუთარ არჩევანში უკვე ჩამოყალიბებულია

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა. თუმცა, IRI-მ გამოკითხულთა ის რაოდენობაც დათვალა, ვინც საკუთარ არჩევანში უკვე ჩამოყალიბებულია.

ამომრჩეველი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ვის მისცეს ხმა:

ქართული ოცნება - 30%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 15%

ევროპული საქართველო - 8%

ლეიბორისტული პარტია - 6%

პატრიოტთა ალიანსი - 4%

თავისუფალი დემოკრატები -3% 

როგორც კურიერისთვის გახდა ცნობილი, IRI-მ კვლევები თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისში ჩაატარა. მონაცემები ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები