17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ხალხი მაინც ჩვენს პარტიას მიიჩნევს, როგორც ამ ხელისუფლების მთავარ ალტერნატივას - პეტრე ცისკარიშვილი IRI-ის კვლევებზე

ოპოზიციურ პარტიებში, ოფიციალურ პრეზენტაციამდე კონკრეტულ ციფრებზე არ საუბრობენ. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ახალი კვლევის მიხედვით, პარტია ისევ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმი და მთელი სახელისუფლებო მანქანა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის, ხალხი მაინც ჩვენს პარტიას მიიჩნევს, როგორც ამ ხელისუფლების მთავარ ალტერნატივას,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა. 

დღის ამბები