17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
მაღალი ნდობა გამოუცხადა ამომრჩეველმა დავით ბაქრაძეს - ირმა ნადირაშვილი IRI-ის კვლევებს აფასებს

ლიდერების რეიტინგში დავით ბაქრაძის მაჩვენებელი, მნიშვნელოვანი გზავნილია ევროპული საქართველოს წევრებისთვის.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მისი პარტია გააგრძელებს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად.

„კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი სტიმული, გავაგრძელოთ მუშაობა იმიტომ, რომ პარტიის დაფუძნებისთანავე ამომრჩეველმა გამოგვიცხადა ძალიან მაღალი ნდობა. მაღალი ნდობა გამოუცხადა ამომრჩეველმა დავით ბაქრაძეს, პარტიის ლიდერს, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერებიდან ნომერ პირველ ადგილზეა და ხვდება ხუთეულში. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ოცნება უშვებს შეცდომას შეცდომაზე და ეს ასახულია იმ რეიტინგში, რომელიც დადო IRI-მ,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

IRI-ის პოლიტიკური ლიდერების რეიტინგის მიხედვით, დავით ბაქრაძე მე-4 ადგილს იკავებს, პრეზიდენტის, ჯანდაცვის მინისტრისა და პრემიერმინისტრის შემდეგ.

ამავე თემაზე
დღის ამბები