17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ სოციალური პრობლემებია

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ სოციალური და ეკონომიკური საკითხები რჩება. IRI-ის კითხვაზე  - როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, დადებითად 21 პროცენტი პასუხობს, უარყოფითად კი 65.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა, IRI-ის კვლევებიდან გამომდინარე, ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე საუბრობს.

„ასევე ამ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია მმართველ ძალას, მათ საზოგადოების მესამედის მხარდაჭერაც არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, დღევანდელი შემადგენლობა პარლამენტისა, ხელისუფლებისა არის სრულიად არალეგიტიმური,“ - განცხადა გიორგი გუგავამ.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის განცხადებით, IRI-ის კვლევები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება რეიტინგს კარგავს.

„რის მაჩვენებელი უნდა იყოს გარდა იმისა, რომ ხელისუფლება კარგავს რეიტინგს, ხელისუფლება კარგავს პოპულარობას და სანდოობას საზოგადოებაში და ალბათ, ამით აიხსნება ის, რომ კონსტიტუციური თუ სხვა სახის ცვლილებებით, მაქსიმალურ ცენტრალიზებას ახდენს ძალაუფლების,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

დღის ამბები