17 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
უპერსპექტივობის განცდა, ბუნებრივია, ამ ნეგატიურ განწყობებს მაღალ ნიშნულზე აჩერებს - გია ხუხაშვილი IRI-ის გამოკითხვაზე

საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, მოსახლეობის განწყობას, ექსპერტებიც აფასებენ. IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის სრული უმრავლესობა, 92 პროცენტი, მხარს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას უჭერს.

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს.

„დინამიკა არ არის, უკეთესობა არ არის, სოციალური რისკები ნაცვლად იმისა, რომ შემცირებულიყო, კიდევ უფრო გაიზარდა ლარის გაუფასურების კვალდაკვალ და აი, ეს უპერსპექტივობის განცდა, ბუნებრივია, ამ ნეგატიურ განწყობებს მაღალ ნიშნულზე აჩერებს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

დღის ამბები