17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
"გლობალ ბენეფიტ ჯორჯია"- ახალი სადაზღვევო კომპანია ქართულ ბაზარზე 

ქართულ ბაზარზე ახალი სადაზღვევო კომპანია შემოდის, რომელიც მოსახლეობას ახალ პროდუქტს შესთავაზებს. გლობალ ბენეფიტ ჯორჯიაში დაზღვეულ პირებს საშუალება ექნებათ სამედიცინო მომსახურება სურვილის შემთხვევაში მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მიიღონ. ახალი სადაზღვევო ჯგუფი მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებს

ახალი სადაზღვევო კომპანია პირველი აპრილიდან საერთაშორისო სტანდარტების დაზღვევის სისტემას საქართველოს მოქალაქეებსაც შესთავაზებს. გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაში დაზღვეული ბენეფიციარი, ყოველგვარი ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას მიიღებს.

გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას სამედიცინო დაზღვევის ერთერთი კომპონენტი სოლიდური დაავადებების დაზღვევაც იქნება. საქართველოში დაზღვეული პაციენტები მკურნალობას ისეთ კლინიკებშიც შეძლებენ, სადაც მოთხოვნა სამედიცინო ხარისხის გამო ყოველწლიურად იზრდება. მათ შორის იქნება თურქეთი, გერმანია და ისრაელი.

საქართველოში შემოსულ ახალ სადაზღვევო კომპანიას 36 წლიანი გამოცდილების შედეგად 335 ათასზე მეტი პროვაიდერი, 40 ათასამდე კლინიკა და მილიონობით ბენეფიციარი უკვე ჰყავს. გლობალ ბენეფიტ ჯგუფი, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ ერთი წამყვანი კომპანიაა.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი. 

დღის ამბები