17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში და გაჟღერებული მთავარი გზავნილები 

სიტყვის თავისუფლების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო მთავარი გზავნილები, რომელებიც ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტისას გაჟღერდა. ლიტვის პრეზიდენტმა ვილნიუსში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაც.

საქართველოს პრეზიდენტმა კი ოფიციალური შეხვედრების პარალელურად გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი.

პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ლიტვის პრემიერმინისტრს.

პირველი მოლაპარაკებები კი გაიმართა ლიტვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ წვლილს, რომელიც ლიტვას აქვს შეტანილი საქართველოსთვის როგორც უვიზო მიმოსვლის მინიჭებაში, ასევე საქართველოს მისწრაფებებში.

დალია გრიბაუსკაიტემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოში მედიაპლურალიზმის მნიშვნელობას.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ისაუბრეს იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. მათ პროდასავლური მედიის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოში. დალია გრიბაუსკაიტემ ხაზი გაუსვა, რომ ლიტვა და ევროკავშირი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან.

დღის ამბები