17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
ხუთწლიანი პატიმრობისთვის მე გამწირა ელისო კილაძემ და არა მოტივმა - გელა ღურწკაია ფარულ ჩანაწერებზე

გელა ღურწკაიას თქმით, ქართულ ოცნებასთან ამ ეტაპზე არაფერი არ აკავშირებს. გელა ღურწკაია 2016 წლის 3 თებერვალს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს მეხსიერების ბარათი, რომელზეც სხვა პირთა პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ფაილები იყო ჩაწერილი.

„მერე რა, რომ მე არ მომწონდა ის ხელისუფლება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ცხოვრებით ნაცხოვრებმა ადამიანებმა მორალი მიკითხონ მე და პოლიტიკაში იყვნენ,“ - განაცხადა გელა ღურწკაიამ.

მისი განცხადებით, არ მოწონდა წინა ხელისუფლების მიეე ფარული ჩანაწერების შექმნა. თუმცა, თავად მან ერთ-ერთი პოლიტიკოსის ფარული ჩანაწერები ქრონიკა პლუსის რედაქტორს მიუტანა.

„მე მივუტანე, მაგრამ მე მისთვის არ მითხოვია, რომ ეს კადრი გაევრცელებინა. მე მას ვუთხარი, რომ ამის შემდეგ ეს ადამიანი, ვისი ცხოვრებაც იყო, ხმა არ ამოეღება,“ - განაცხადა გელა ღურწკაიამ. ის ქრონიკა პლუსის რედაქტორს სუს-ის აგენტად მოიხენიებს.

გელა ღურწკაია აღნიშნავს, რომ იმედოვნებდა, ელისო კილაძესთან ამ კადრების მიტანის შემდეგ „ის შეძლებდა თავისი არხებით იმ ადამიანის გაჩუმებას, ვიზეც იყო საუბარი“. განსახვავებული აქცენტების ეთერში მან ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას აღნიშნა, რომ არანაირი მოტივი არ ამოძრავებდა.

„ხუთწლიანი პატიმრობისთვის მე გამწირა ელისო კილაძემ და არა მოტივმა,“ - განაცხადა გელა ღურწკაიამ.

 

დღის ამბები