17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
გიორგი გაბაშვილმა "ენმ"-სა და "ევროპულ საქართველოს" შორის ძირითად განსხვავებებზე ისაუბრა

პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი გიორგი გაბაშვილი IRI-ის კვლევებს მათი პარტიის რეიტინგის შესახებ დადებითად აფასებს. კვლევის შედეგად ევროპულ საქართველოს 7 პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

„ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, ჩვენი ხედვა და გეგმა არ მდგომარეობს იმაში, რომ ვიყოთ ერთ-ერთი პარტია. ჩვენ გვინდა, ჩვენი ხედვა ამ ქვეყნის ამომრჩეველთა უმეტესობას დავანახოთ,“ - განცხადა გიორგი გაბაშვილმა.

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენის შემთხვევაში მსგავს მიზანს ვერ მიაღწევდნენ. ევროპული საქართველოს წევრის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობასთან არჩევნების ფუნდამენტურ შეხედულებებთან, ასევე, დამოკიდებულებაზე საპარლამეტო საქმიანობის მიმართ, ასევე წარსულთან დამოკიდებულებასა და შიდაპარტიული დემოკრატიასთან დაკავშირებით იყო განსხვავებები.

„ერთადერთი გზა, რომ ივანიშვილი გავუშვათ, მოსახელობაში ოპოზიციამ მოიპოვოს იმხელა მხარდაჭერა, რომ ვერანაირმა მანიპულაციებმა, ვერანაირმა დაშინებამ, ვერანაირმა სუს-მა, ვერანაირმა ზეწოლამ, ვერანაირმა გაყალბებამ ვერაფერმა მოახდინოს გავლენა,“ - აცხადებს გიორგი გაბაშვილი.

გიორგი გაბაშვილმა განსხვავებული აქცენტების ეთერში ნაციონალური მოძრაობიდან წასულ სხვა პოლიტიკოსებზეც ისაუბრა.

„გამოვიყენეთ სააკაშვილის ავტორიტეტიც, ბაქრაძის ავტორიტეტიც, უგულავას ავტორიტეტიც, ელენე ხოშტარიას ავტორიტეტიც, ყველას ავტორიტეტი გამოვიყენეთ. მაშინ ეს იყო ერთიანი პარტია, რომლის ლიდერების ავტორიტეტებს, რა თქმა უნდა, იყენებს პარტია,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ არ იცოდა ახალი პარტიის ჩამოყალიბების შესახებ, გიორგი გაბაშვილი აცხადებს, რომ „ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონი მიხეილი ამ შემთხვევაში იტყუება უბრალოდ“.

მისი თქმით, მისი პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობისთვის მზად არის ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. 

დღის ამბები