17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი უკრაინაში გრძელდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი უკრაინაში გრძელდება. უკრაინის მინისტრთა კაბინეტში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში უკრაინის ვიცე პრემიერთან, ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან შეხვედრაზე, ლევან იზორიამ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და მისი გაღრმავების საკითხები განიხილა.

“დინამიკა ქვეყნებს შორის ურთიერთობის არის ძალიან კარგი. შესაბამისად, იგეგმება უკვე წელს სერიოზული ვიზიტები, მაღალ დონეზე. თავდაცვის მინისტრს უკვე აქვს სურვილი ჩამოვიდეს საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში უკრაინის ვიცე პრემიერის ივანა კლიმპუშ-ცინცაძის თქმით, მათ სურვილი აქვთ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული ტრანსფორმაციის პროცესთან დაკავშირებით გამოცდილება გაიზიარონ.

“მოხარული ვარ, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით. ბოლო 7 წლის განმავლობაში მსგავსი სახის ვიზიტი პირველად განხორციელდა, რაც უკრაინული მხარის მიერ დადებითად აღიქმება. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროექტები განვიხილეთ, რომლებიც შესაძლოა გაგრძელდეს. საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინელი დაჭრილი სამხედროების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესში კვლავ გაგვიწიოს დახმარება. ჩვენ რეგიონსა და ნატოს ეგიდით დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობის ინტერესიც გამოვხატეთ. სურვილი გვაქვს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული ტრანსფორმაციის პროცესთან დაკავშირებით გამოცდილება გავიზიაროთ. იმედი მაქვს, ერთად ბევრი საინტერესო საქმის გაკეთება შეგვიძლია და ველი, დაგეგმილი პროექტების განხორციელებას,“- აღნიშნა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.

დღის ამბები