17 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
სამასწლოვანი ტიტას ხე მახინჯაურში დგას - ბარჟას პრობლემა შეექმნა

სამასწლოვანი ტიტას ხე, რომელიც მახინჯაურიდან გურიის მიმართულებით გადაჰქონდათ, ისევ მახინჯაურში დგას. ბარჟას, რომელზეც ხე არის მოთავსებული, ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

კომპანია გზის წარმომადგენლები ხის უკან სანაპიროზე გადმოტანას გეგმავენ. სამუშაოები ამ მიმართულებით ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომპანია გზაში კომენტარს არ აკეთებენ და არც ტექნიკურ პრობლემებზე საუბრობენ. ინფორმაცია თანამშრომლებმა სატელევიზიო კომენტარის მიღმა გაავრცელეს.

ხე თუ დროულად არ იქნება ნაპირზე გადმოტანილი, ამინდის პროგნოზით შტორმი არის მოსალოდნელი და ხის არსებობას საფრთხე შეექმნება. შესაძლებელია ხე ჩაიძიროს.

დღის ამბები