17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის გაგზავნას და მოსმენების კანონის გასაჩივრებას აპირებს

კამპანია ეს შენ გეხებას წევრებს მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენების კანონთან დაკავშირებით ელექტრონული სარჩელი, დაახლოებით, 500-მდე გაიგზავნება. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის გაგზავნას და მოსმენების კანონის გასაჩივრებას ევროპული საქართველოს წევრებიც აპირებენ.

ევროპული საქართველოს უმთავრესი მიზანია, მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება იყოს დაცული,“- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ე.წ. გასაღები ისევ სუს-ის შემადგენლობაში დარჩა, რაც ადამიანის პერსონალურ მონაცემებს ვერ დაიცავს.

„მოსმენების უფლებამოსილება დატოვეს სუს-ში, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის ხელში, რაც ბიძინა ივანიშვილს აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურად გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია მოსმენების კანონის გასაჩივრება.

„საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის უფლება არის ყველა მოქალაქის უფლება, შესაბამისად, ნებისმიერ ორგანიზაციას ან პირს უფლება აქვს მიმართოს,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მოსმენების კანონთან დაკავშირები კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც გააკეთა.

„საქართველო არის საერთაშორისო ანტიტერორისტული ძალისხმევის მნიშვნელოვანი მონაწილე, საიმედო პარტნიორი დასავლეთისთვის, ამიტომ, როგორც დასავლეთში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია არის აღმასრულებელი ფუნქცია, იქ არის ყველგან აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, საქართველოში სწორედ ასეთი მოდელი იქნა მხარდაჭერილი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები