17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებში უფლებების შეზღუდვა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება - "დემოკრატიული ინიციატივა"

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კვლევის შედგებით სამცხე ჯავახეთში კვლავაც აქტიურად დგას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებში უფლებების შეზღუდვისა და დისკრიმინაციის საკითხი.

კვლევის მიხედვით, ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხი ენობრივი ბარიერის გამო.

„ეს იყო ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებული პრობლემები, რომლებიც მათ შორის კავშირშია ენობრივ ბარიერთან და ამ კუთხით სახელმწიფოს მოქმედებები და რეაგირება არასაკმარისად შეიძლება შევაფასოთ. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაიაზროს ეს პრობლემა და დაიწყოს გაცილებით ეფექტური პროგრამების განხორციელება. მეორეს მხრივ, ეს არის რელიგიური უმცირესობების კუთხით არსებული პრობლემები ამ რეგიონში, რაც პირდაპირ კავშირშია მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვასთან,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევაში ასევე საუბარია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზე. კვლევაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველთა მხრიდან გულგრილობისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტები იკვეთება.

დღის ამბები