17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
მოსმენების კანონზე "ეს შენ გეხებას" ინიციატივა - მთავრობის წევრები არასამთავრობოთა ნაწილს აკრიტიკებენ

კამპანია ეს შენ გეხებას ინიციატივას მოსმენების კანონზე ელექტრონული სარჩელის შევსებასთან დაკავშირებით, მთავრობის წევრები გამოეხმაურნენ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი არასამთვრობო ორგანიზაციების ნაწილს აკრიტიკებს.

„ის, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტურად არასწორი და მცდარია. თუ უსაფრთხოება არ იქნება დაცული, ყველაზე მეტად დაირღვევა ადამიანის უფლებები სწორედ მაშინ, დღეს ჩვენი კანონი ამ ბალანსს იცავს ძალიან კარგად. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან მუდამ მრჩება განცდა, რომ ისინი ამბობენ, რომ თქვენ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ ყველაფერი გაგვაკეთებინეთ ჩვენ, პროკურორად დანიშნეთ ის ადამიანი, რომელიც ჩვენ გვინდა, პრემიერად - ის ადამიანი, მინისტრებად - ის ადამიანები, ასე არ ხდება,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიცე პრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ე.წ. მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოვიდა და დამოუკიდებელ ინსტიტუტს ჩაბარდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები