17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
2,5%-ით გაზრდილი დანაშაული ქვეყანაში - შსს სტატისტიკას აქვეყნებს

ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დანაშაულის სტატისტიკას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს აცნობს. შალვა ხუციშვილის თქმით, 2016 წელს რეგისტრირებულია ყველა უწყების მიერ გამოვლენილი 35 997 დანაშაული, რომელთაგან 57,4 % გახსნილია, დანაშაულის 40% დედაქალაქზე მოდის, ხოლო 2015 წელს რეგისტრირებული იყო 35096 დანაშაული.

2015 წელთან შედარებით ყაჩაღობამ 100 შემთხვევით იკლო.

შსს-ს მონაცემების მიხედვით, ქურდობა 2015 წელთან  შედარებით გაზრდილია.

2016 წელს რეგისტრირებულია:

ქურდობა - 418, ოჯახური ძალადობა - 393, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული- 361, კომპიუტერულ სისტემებში შეღწევა - 260, ცივი იარაღი - 112, მკვლელობა - 3.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის მაჩვენებელში შედის საზღვარგარეთ ჩადენილი მკვლელობის გამო საქართველოში ჩამოყვანილების რიცხვიც. 

შსს-ს ცნობით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მაღალია.

უწყების ინფორმაციით 2015 წელთან შედარებით 2016 წელს დანაშაული 2%-ით არის გაზრდილი. 

„ათწლიან დინამიკაში დანაშულის კლების ტენდენცია სტაბილურია, მხოლოდ წინა წელთან შედარებით არის 2,5%-ითა გაზრდილი დანაშაული, ისიც გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც მათ შორის, გულისხმობს ჩვენს აქტივობას იგივე კიბერდანაშაულთან, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია სტაბილურად გაზრდილია,“- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.   

 

დღის ამბები