17 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, ამის უფლება ყველას აქვს - ზვიად ძიძიგური "ეს შენ გეხებას" ინიციატივაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების წევრი, ზვიად ძიძიგური, ეს შენ გეხებას ინიციატივას ეხმიანება. პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს მმართველი გუნდის მიერ მიღებული ე.წ. მოსმენების კანონის მიღება შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას.

მოძრაობის წევრებმა საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სარჩელის ელექტრონული ვერსია გააცნეს, რომელზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამგვარად ყველა, ვისთვისაც მიუღებელია ე.წ. მოსმენების ახალი კანონი და თვლის, რომ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს, ამ სასამართლო დავაში თანამოსარჩელე გახდება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამის გაკეთება ყველას შეუძლია.

„ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, სადაც არ ზარალდება არც ადამიანის პირადი უსაფრთხოება და პირადი ცხოვრების თემა, არ ზარალდება ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები. ეს არის ოპტიმალური ვერსია, ამიტომ ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს შემდეგ, ჩვენ მიერ მიღებული კანონი სწორი იყო და კონსტიტუციას შეესაბამება თუ არ შეესაბამება. რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, ამის უფლება ყველას აქვს,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.  

დღის ამბები