17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
დიდი სიამოვნებით გავაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას, თუ გვეცოდინება, რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება - რჩეულიშვილების ადვოკატი

რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატი მარინე ცუცქირიძე კურიერის პირდაპირ ეთერში დღევანდელ სასამართლოზე საუბრობს და აცხადებს, რომ  მისთვის ეჭვს ბადებს, თუ რატომ დაიწყო პროკურატურამ ახლა  საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე, რადგან რჩეულიშვილები სამი წლის განმავლობაში ითხოვდნენ ქონებაზე ყადაღის მოხსნას, რის შემდეგაც მოხდებოდა ქონების რეალიზაცია და დაზარალებულების დაკმაყოფილება. 

„საინტერესოა და ეჭვს ბადებს, დღეს რატომ ალაპარაკდა პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე, როდესაც სამი წელია ვიხვეწებით, მაია რჩეულიშვილიც კი ვიხვეწებოდით, ქონებაზე ყადაღა მოეხსნათ, რათა მომხდარიყო მისი რეალიზაცია და ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება, პროკურატურას ამის გაგონებაც არ უნდოდა,“- განაცხადა ადვოკატმა, მარინე ცუცქირიძემ.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ პროკურატურას დაცვის მხარე სთხოვს, რომ თანმხვედრი ნაბიჯი გადმოდგას.

„დიდი სიამოვნებით გავაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას, თუ გვეცოდინება, რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება, ქონებას ბიუჯეტში არ შეიტანენ და ორივე მხარე იქნება კმაყოფილი,“- აღნიშნა ადვოკატმა.

რჩეულიშვილების დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

მარინე ცუცქირიძემ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე წუთის წინ ადვოკატისთვის გახდა ცნობილი, რომ მან გულის ოპერაციაზე უარი განაცხადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები