17 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
შოთა პაკელიანის ადვოკატები პოლიციის მე-7 განყოფილებაში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებენ

შოთა პაკელიანის ადვოკატებმა საზოგადოებას ის ვიდეომასალა წარუდგინეს, რომელიც მისი დაკავებიდან ცოტა ხანში ოჯახის წევრებმა ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის მე-7 განყოფილებაში გადაიღეს. ვიდეომასალაში ისმის ყვირილის ხმა, რომელიც შენობის ერთ-ერთი ოთახიდან გამოდის. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ხმა შოთა პაკელიანს ეკუთვნის.

ვიდეომასალაში ჩანს როგორ ითხოვენ ისინი ოთახში შესვლას, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ. კადრებში ჩანს განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე, ასევე პოლიციის შენობაში გადაღების მომენტში შემოდის სასწრაფო დახმარებაც.

დღის ამბები