17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
"ის დაზიანებები, რომელიც შოთა პაკელიანს სახეზე აღენიშნება, წარმოუდგენელია მიყენებული იყოს დაცემისგან" - შოთა პაკელიანის ადვოკატი

23 მარტს დაკავებული შოთა პაკელიანის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მტკიცებულებებზე, რაც დაცვის მხარეს აქვს და რაც, მათი განცხადებით, პაკელიანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ამტკიცებს. პოლიციელების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების გამოძიებას ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ. 

“ის დაზიანებები, რომელიც შოთა პაკელიანს სახეზე აღენიშნება წარმოუდგენელია მიყენებული იყოს დაცემისგან. ის არის წამების მსხვერპლი, შეგვიძლია ეს მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დავასაბუთოთ, ვინაიდან სწორედ ცემის ფონზე სთხოვდნენ აღიარებს,“ - განაცხადა შოთა პაკელიანის ადვოკატმა, მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტმა, გიორგი მახარაძემ.

ასევე შოთა პაკელიანის ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით, პროკურორი სამართალდამცველებს მფარველობს.

“მან ნამდვილად იპოვა ეს ნივთიერება სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინტერესდა თუ რა იყოს ეს და  რამდენიმე წუთში, ძალიან საინტერესო ვითარებაში, აღმოჩდნენ იქ პოლიციის თანამშრომლები. ამ პოლიციელების დანახვაზე, გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, გაირბინა დაახლოები150-200 მეტრი, რის შემდეგ, სრულიად შემთხვევით, პოლიციელების ჩარევის გარეშე ფეხი წამოჰკრა რაღაც საგანს, წაიქცა და წაქცევისას თავზე დაადგნენ ეს პოლიციელები და დააკავეს ადგილზე. პროკურორი არის არა თუ პროკურორია, ზედამხედველი ამ საქმეზე, არამედ მფარველობს ამ დამნაშავეებს. ზურაბ სიყმაშვილი გახლავთ მისი სახელი და გვარი, ისანი-სამგორის რაიონის პროკურატურის განყოფილების უფროსი,“ - აღნიშნა  თოდუამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები