17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
კარგი იქნება თუ პრეზიდენტიც და სახალხო დამცველიც ცალკე სარჩელს წარადგენენ საკონსტიტუციო სასამართლოში - მიხეილ ბენიძე ე.წ. მოსმენების კანონზე საუბრობს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ე.წ. მოსმენების კანონის მიღებას აკრიტიკებს და ეს შენ გეხებას ახალ ინიციატივაზე საუბრობს.

მოძრაობის წევრებმა საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სარჩელის ელექტრონული ვერსია გააცნეს, რომელზე ხელის მოწერა ე.წ. მოსმენების კანონის შეცვლის მომხრეებს შეეძლება.

„ეს არის სიმბოლური ჟესტი, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ, რომ ეს არ არის ერთი ან ორი აქტივისტის ან ორგანიზაციის თუ რომელიმე სპეციალისტის სამუშაო ჯგუფში ჩართული პირს თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, არამედ ეს არის ნამდვილად სამოქალაქო პოზიცია,“ - აცხადებს მიხეილ ბენიძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დისკუსია უნდა გაიმართოს. მისი განცხადებით პრეზიდენტსაც შეუძლია მათ ინიციატივას შეუერთდეს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის განცხადებით, პრეზიდენტს თავადაც შეუძლია მიმართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

„კარგი იქნება თუ პრეზიდენტიც, იგივე სახალხო დამცველიც გამოიყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას და ისინიც თავიანთი მხრივ ცალკე სარჩელს წარადგენენ საკონსტიტუციო სასამართლოში,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები