17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
"წამება მიდიოდა ჩვეულებრივი" - შოთა პაკელიანის ნათესავი

დაკავებული შოთა პაკელიანის  ოჯახის წევრები იმ დღეს იხსენებენ, როდესაც პაკელიანის დაკავება მოხდა. ისინი ამბობენ, რომ დაკავებულზე განხორციელდა ფიზიკური ანგარიშსწორება და მას სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რამდენიმე საათი არ მიეცა.

“გადაყლაპული ჰქონდა მაგას ის რაღაც ნივთიერება, ამას თვითონაც აღიარებს. მეორე სასწრაფო რომ მოვიდა იმასაც აუხსნა, რომ მას ჰქონდა რაღაც გადაყლაპული და მიშველეთ თორემ აქ მოვკვდებიო, უხსნიდა სამართალდამცავებსაც. მიუხედავად ამისა მეორე ეკიპაჟი წავიდა და არანაირი რეაგირება არ ყოფილა,“ - განაცხადა შოთა პაკელიანის მამამ თამაზ პაკელიანმა.

შოთა პაკელიანის ნათესავის აკაკი წულაიას თქმით, სასწრაფოს რომ გადაეყვანა ის კომატოზურ მდგომარეობამდე არ მივიდოდა.

“წამება მიდიოდა ჩვეულებრივი, როდესაც შოთამ ეს რაღაც ბიო ნარკოტიკი გადაყლაპა, მას ხელი შეუწყო იმ წამებამ, რომელიც შემდეგ განხორციელდა მასზე. მოვიდა სამი სასწრაფო. პირველმა სასწრაფომ უბრალოდ მუხლი შეუხვია წაქცევის დროს. სასწრაფოს რომ გადაეყვანა ის კომატოზურ მდგომარეობამდე არ მივიდოდა,“ - აღნიშნა წულაიამ.

დღის ამბები