17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გაირკვეს რატომ მოხდა ეს კორუფციული გარიგება - თამაზ შოშიაშვილი ნაზღაიძის საქმეზე საუბრობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის წევრი, თამაზ შოშიაშვილი, მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის ქონების გადაცემის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გაირკვეს რატომ მოხდა ეს კორუფციული გარიგება, ვისი დავალებით მოხდა. დავით ნარმანია უნდა დაიკითხოს სასამართლოში აუცილებლად,“ - აცხადებს თამაზ შოშიაშვილი.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის გაერთიანებულ სარჩელის განხილვას საქალაქო სასამართლო 15 მაისს დაიწყებს. საკრებულოს წევრის განცხადებით, პროკურატურაში ოპოზიციის წევრებმა შეიტანეს განცხადება, ასევე, მისი თქმით, აუდიტის დასკვნა საკრებულოში არ მოსულა.

საკრებულოს წევრის განცხადებით, დავით ნარმანიასთან შეხვედრაზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ საკმაოდ კრიტიკული კითხვები ექნებათ.

„უპირველესი და უმნიშვნელოვანესი საკითხი 11 აპრილის სხდომაზე იქნება ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებული მილიონი ლარის საკითხი,“ - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

დღის ამბები