17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
"საკრებულოს თავის ფუნქცია-მოვალეობები არ აქვს გათავისებული" - მარიკა დათუკიშვილი ნაზღაიძის საქმეზე საუბრობს

კანონიერი იყო თუ არა საკრებულოს და დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს 1 მილიონი ლარის ქონება გადაეცა - თბილისის საკრებულოს ოპოზციის გაერთიანებულ სარჩელის განხილვას საქალაქო სასამართლო 15 მაისს დაიწყებს. სარჩელის მიხედვით, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატები ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და საკითხის ხელახალ განხილვას ითხოვს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მს თქმით, სასამართლომ მესამე პირად ჩართო საქართველოს ბანკი და მოსამართლე ნაზღაიძის ძმა.

“ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, ვინაიდან საკრებულოს თავის ფუნქცია-მოვალეობები არ აქვს გათავისებული.  ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო ამ ფუნქციას დააკისრებს საკრებულოს და ამ საკითხს ხელახლა გადმოაგზავნის საკრებულოში განსახილველად. სასამართლოსგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სასამართლომ მესამე პირად ჩართო საქართველოს ბანკი და მოსამართლე ნაზღაიძის ძმა. ჩვენ არ ვართ ამის წინააღმდეგი. იმედი მაქვს ეს სასამართლო პროცესები მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოს ბანკისგან უფრო მეტად არგუმენტირებული ინფორმაცია მივიღოთ “ - განაცხადა დათუკიშვილმა.  

დღის ამბები