17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვდა. პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა და სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის სფეროში, თანამშრომლობა გაღრმავდეს.

დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტ პოროშენკოსთან ერთად ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალსაც დაესწრო. მოგვიანებით კი, უკრაინის აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

დღის ამბები