17 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
საკრებულოს ოპოზიური პარტიის დეპუტატები სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით დავით ნარმანიას დაკითხვას მოითხოვენ

დღეს საკრებულოს ოპოზიციამ ნატა ნაზღაიძის ოჯახის საქმეზე ჩანიშნულ პროცესზე თბილისის მერის დაკითხვაც მოითხოვა. ოპოზიციის ბრალდებებზე მერიას დუმს, თბილისის მთავრობის დაცვას კი საკრებულოს ოპოზიცია ცდილობს.

დავით ნარმანიას დაკითხვას საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე მოითხოვენ, რომელიც რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმისთვის მილიონიანი ქონების გადაცემას განიხილავს.

დეპუტატები უარყოფენ უმრავლესობის მოსაზრებასაც, რომ ისინი საქმის პოლიტიზებას განგებ ახდენენ. ოპოზიციის დეპუტატების ბრალდებებს არ პასუხობენ თბილისის მერიაში.

მერიის ნაცვლად ოპონენტებს საკრებულოს უმრავლესობაში პასუხობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხი საკრებულოში რამდენჯერმე განიხილეს და სამართლებრივი დარღვევები ვერ აღმოაჩინეს. საქმის სასამართლოში განხილვას მიესალმებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

ჯერ უცნობია, დაიკითხება თუ არა თბილისის მერი სასამართლო პროცესზე, რომელიც 15 მაისს დაიწყება. ოპოზიციის თქმით, მათ ამ საკითხზე დავით ნარმანია რამდენჯერმე დაიბარეს, თუმცა უშედეგოდ. მანამდე მერს კორუფციული საქმის დეტალებზე პასუხების გაცემა საკრებულოში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მოუწევს.

დღის ამბები