17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
"ცენტრ პოინტის" საქმეზე ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა-თბილისის საქალაქო სასამართლო

ცენტრ პოინტის საქმეზე დაყადაღებულ ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა-განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტი“ ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. 2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რ. და რუსუდან კ. , მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას."

 

დღის ამბები