17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს. მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლითაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მოსამართლეების 3-წილიანი გამოსაცდელი ვადით ხელახლა გადანიშვნა. ალტერნატიული რეგულაციის მისაღებად კი პარლამენტს ვადა პირველ ივლისამდე მისცა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა შერჩევით კანონს არ არღვევს, რადგან 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის მოქმედი ნორმა პირველ ივლისამდე ძალაშია. თუმცა, ახალ რეგულაციამდე, კონკურსის შეჩერების საჭიროებას მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციური შინაარსის გამო ხედავენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, აზრთა სხვადასხვაობაა იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც. მოსამართლეთა შერჩევასა და დანიშვნას ახალი, ალტერნატიული ნორმის პირობებში ემხრობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტან მჭედლიშვილიც. თანამოაზრეები მას კოლეგებს შორის არ ჰყავს, რაც საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა.

მოსამართლეთა ახალი ნაკადის შერჩევა-დანიშვნის კონკურსი საბჭოში გრძელდება. საბჭო გასაუბრების ეტაპზე გადასულ 105 კაციან სიას აქვეყნებს. მათ შორის არიან მოქმედი მოსამართლეებიც, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. კონკურსში მონაწილეობას ისინიც მიიღებენ და კონკურსის გავლის შემთხვევაში, საბჭო მათაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნავს.

დღის ამბები