17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონის სოფლები, სადაც მოსახლეობა წლებია ბუნებრივი აირის გაყვანას ელოდება

კახეთის მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას ითხოვს. დაპირების მიუხედავად სიღნაღისა და დედოფლისწყაროს სოფლებში მცხოვრებლები უკვე წლებია ბუნებრივი აირის გაყვანას ელოდებიან. როგორც გაირკვა განკარგულების თანახმად წელს 14 მუნიციპალიტეტის 34 დასახლების გაზიფიცირება უნდა მოხდეს, თუმცა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს სოფლები ამ გეგმაში გაწერილი არ არის.

ქართული ოცნების დედოფლისწყარო-სიღნაღის დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი ხელისუფლებას ადგილობრივების დასახმარებლად ალტერნატიული რესურსის გამოყოფას სთხოვს, თუმცა ამ რაიონში გაზიფიცირება მიმდინარე წელს არც სხვა პროექტების ფარგლებში მოხდება.

ხელისუფლების გაცემული დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ლევან ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი შიოლაშვილს ადგილობრივები შეცდომაში შეჰყავს, რითიც პასუხისმგებლობის იხსნის.

გაურკვეველია, როდის მოგვარდება კახეთის რეგიონის სოფლებისთვის ბუნბებრივი აირის პრობლემა. მთავრობის განკარგულების მიხედვით 2017 წელს საქართველოში იმ სოფლებზე, რომელთა შორის დედოფლისწყაროს და სიღნაღის დასახლებები ვერ მოხვდა, 20 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები