26 დეკემბერი 2024,   05:21
ვრცლად
ელექტრონული სარჩელი -"ეს შენ გეხება" მოქალაქეებს ე.წ. მოსმენების კანონის გასაჩივრებას სთავაზობს

კამპანია ეს შენ გეხება ე.წ. მოსმენების კანონის სასამართლოში გასაჩივრებისთვის მოქალაქეებს ელექტრონული სარჩელის შევსებას სთავაზობს. სარჩელის ფორმა უკვე განთავსებულია ეს შენ გეხებას ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

არასამთვრობო ორგანიზაციებმა დღეს პრეზიდენტს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, რომ მოსმენების კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას შეუერთდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ორშაბათს საკუთარ საჩივარს ევროპული საქართველოს წარმომადგენლები შეიტანენ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არღვევს და ე.წ. გასაღების ძალოვან უწყებაში დატოვება პერსონალური მონაცემების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში დღეს ერთიანი გზავნილი ჰქონდათ - მოსმენების კანონის გასაჩივრებაში ქართული ოცნება პრობლემას ვერ ხედავს.

ელექტრონული სარჩელების შევსების კამპანია დღეს მთავრობის წევრებმა გააკრიტიკეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები