26 დეკემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს არასამთავრობოები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

ფარული მიყურადების კანონს მიმდინარე კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს სამოქალაქო სექტორი. მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერნეტის მეშვეობით ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ. პროცესი 6 აპრილს შეწყდება.

ამ ეტაპზე საჩივარზე ხელი ასზე მეტ ადამიანს აქვს მოწერილი. არ არის გამორიცხული სამოქალაქო სექტორთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარი სახალხო დამცველმაც შეიტანოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, დაუშვებელია მოსმენების გასაღები სუს-ის ხელში იყოს.

„კამპანია ეს შენ გეხებას მიზანია, რომ ეს საკითხი გახდეს საზოგადოების გამაერთიანებელი, საზოგადოების მაქსიმალურად ბევრი წევრი მოიცვას. ამიტომ, ჩვენ სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შესაძლებლობას ვაძლევთ მათ, რომ ამ აქციას შემოუერთდნენ ამ აქციას. შემდეგ უკვე მთლიანი ძალისხმევა გადავა საკონსტიტუციო სასამართლოზე. შევეცდებით, რომ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ რეალურად შექმნას ის ნორმატიული ბაზა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ.

დღის ამბები