21 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
ყაჩაღობა დიღომში - რესტორან "ჭაშნაგირთან" პოლიციაა მობილიზებული

დიღომში, რესტორან ჭაშნაგირთან ტაქსი დააყაჩაღეს. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ტერიტორია სპეციალური ამკრძალავი ლენტითაა შემოსაზღვრული. როგორც რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, შესაბამისად უცნობია ჰყავს თუ არა სამართალდამცავ ორგანოებს დაკავებული.

დღის ამბები