22 მაისი 2024,   04:37
ვრცლად
გლდანის მე-8 დაწესებულებაში შოთა პაკელიანთან ადვოკატი იმყოფება

შოთა პაკელიანის ადვოკატი გლდანის მე-8 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მოსანახულებად იმყოფება. ადვოკატი დაკავებულთან საათზე მეტია რაც შევიდა.

შოთა პაკელიანის ადვოკატები პროკურატურისგან გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციასაც გამოითხოვენ.

ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებისას პოლიციის თანამშრომლები პაკელიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ და შედეგად ის 4 დღე უგონო მდგომარეობაში იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით კი, პაკელიანმა, რომელსაც გამოძიება ე.წ. ბიოს მოხმარებასა და შენახვას ედავება, გაქცევა სცადა და დაზიანებებიც ამ დროს მიიღო.

დღის ამბები