12 დეკემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ველოდებით, რომ ჩავიბაროთ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილება - თამთა მურადაშვილი

რუსთავი2-ის საქმეზე დიდი პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეთა ადვოკატებმა ამ წუთებში უნდა ჩაიბარონ. ტელეკომპანიის იურისტები უკვე უზენაეს სასამართლოში იმყოფებიან.

ამ დასაბუთებაში აღწერილი უნდა იყოს ყველა მოტივი და საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც მოსამართლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შეაჩერა.

თამთა მურადაშვილის განცხადებით, ამ დოკუმენტში გაკეთებული განმარტებები ამის შემდეგ, როგორც სამართლის ნორმა, ისე იქნება განხილული.

„ველოდებით, რომ ჩავიბაროთ დასაბუთებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს სულმოუთქმელად ველოდებით იმიტომ, რომ დიდმა პალატამ უნდა ახსნას ის იშვიათი სამართლებრივი პრობლემა და განმარტოს ყველა ის საკვანძო საკითხი, რა დასაბუთებითაც კოლეგიამ გადასცა დიდ პალატას. ანუ მოვისმენთ, ჩვენ დღეს გავარკვევთ, თუ როგორ იმსჯელა დიდმა პალატამ. ეს განმარტებები გახდება სავალდებულო ყველა ინსტანციისთვის და, შესაბამისად, დამკვიდრდება როგორც სამართლის ნორმა,“ - განცხადა თამთა მურადაშვილმა. 

დღის ამბები