15 დეკემბერი 2024,   14:00
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე - უზენაესი ინსტანციის გადაწყვეტილება კვლავ განხილვის საგანია

უზენაეს სასამართლოს ერთი თვე დასჭირდა იმისთვის, რომ რუსთავი2-ის საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მოემზადებინა. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ მხარეებმა ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საჯარო განცხადებიდან შეიტყვეს.

რუსთავი2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ერთი თვის შემდეგ ნინო გვენეტაძე ჟურნალისტებთან დღეს პირველად გამოჩნდა. თუმცა, არც მისი, როგორც საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის და არც მისი კოლეგების მოტივაციაზე საუბარი არ ისურვა.

ევა გოცირიძე და იუსტიციის საბჭოს წევრების ნაწილი არ გამორიცხავენ, რომ უზენაესმა ინსტანციამ პალატის დაკომპლექტების თარიღი ევროსასამართლოს უპრეცენდენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა. თუმცა, ნაწილი თვლის, რომ საქმის მხარეებს პალატის დაკომპლექტების თარიღთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მიეღოთ.

იუსტიციის საბჭოს წევრები პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ, სადაც მართლმსაჯულების სტრატეგიაზე მსჯელობდნენ. მოსამართლეებმა მათ მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე კანონის გამკაცრება მოითხოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები