15 დეკემბერი 2024,   16:45
ვრცლად
სასამართლო ამ გადაწყვეტილებით იყო არა არბიტრი, არამედ მოსარჩელე მხარე - დიმიტრი საძაგლიშვილი უზენაეს სასამართლოზე

რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე სამაუწყებლო კომპანიის იურისტები მსჯელობენ.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რეალურად არცერთ მტკიცებულებას არ ეყრდნობა.

„თუკი პირველ და მეორე შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ერთადერთ მტკიცებულებას და ის მტკიცებულებაც იყო ყალბი, რომელიც ქიბარ ხალვაშის მიერ იყო წარდგენილი, ახლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უზენაესმა სასამართლომ ეს მტკიცებულება საერთოდ უმნიშვნელოდ მიიჩნია და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეყრდნობა საერთოდ არაფერს. ანუ მოსარჩელის მხოლოდ მოყოლილ ისტორიას, რომელსაც არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია, დაეყრდნო უაპელაციოდ უზენაესი სასამართლო,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ამ გარემოებებმა გამოკვეთა, რომ სასამართლომ მოსარჩელის როლი მოირგო.

„სასამართლო ამ გადაწყვეტილებით იყო არა არბიტრი, არამედ მოსარჩელე მხარე იმიტომ, რომ თვითონ ჩათვალა დადასტურებულად ის გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე საერთოდ არ საუბრობდა საკუთარ სარჩელში,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

დღის ამბები