18 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
პოლიციაში ადვოკატის ცემის საქმე - მსხვერპლი და პოლიციელი არჩევანის პირდაპირ ეთერში

„არაადამიანურად და დამამცირებლად მომექცნენ პოლიციის განყოფილებაში,“ - ადვოკატი გიორგი მდინარაძე მასზე განხორციელებულ ძალადობას იხსენებს.

გიორდი მდინარაძე პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. მისი თქმით, პოლიციის განყოფილების უფროსმა და მისი მოადგილემ იძალადეს მასზე.

მან არჩევანში სტუმრობისას აღნიშნა, რომ პოლიციის განყოფილების უფროსის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

„ეს უშუალოდ ლაშა კვირკვაიას მხრიდან არის განხორციელებული და დღეს ის აბსურდულ ვერსიაზე საუბრობს სასამართლოში და თავს იმართლებს თითქოსდა იმით, რომ ეს დაზიანებები მე კედელზე დარტყმით მივიყენე,“ - აცხადებს გიორგი მდინარაძე.  

დღის ამბები