23 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
ესპანეთში ქართული კრიმინალური ჯგუფის 17 წევრი დააკავეს

ესპანეთში ქართული კრიმინალური ჯგუფის 17 წევრები დააკავეს. ისინი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მადრიდსა და ბარსელონაში ძარცვავდნენ ბინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, ესპანეთში მიმდინარე საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალურად დააკავეს ესპანეთსა და საქართველოს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად.

ამ პროცესში ჩართული იყო საქართველოს ატაშეც. ამ ეტაპზე უცნობია განხორციელდება თუ არა მათი დეპორტაცია.

ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები 47 ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი. მათ ბინებიდან ტექნიკა და ძვირფასეულობა გაჰქონდათ. ჩხრეკისას აღმოჩენილია ნაქურდალი ნივთებიც. 

დღის ამბები