13 დეკემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"უზენაესი სასამარლოს დიდი პალატის მოსამართლეების აცილება ძალიან რთულია" - ევა გოცირიძე

"უზენაესი სასამარლოს დიდი პალატის მოსამართლეების აცილება ძალიან რთულია და რთული უნდა იყოს,“- ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ გაცნობია. ევა გოციძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უზენაესმა სასამართლომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაადასტურა. 

„უზენაესი სასამართლო მხოლოდ 13 მოსამართლისგან შედგება და დიდ პალატაში არის 9 მოსამართლე. მე როგორც ვიცი, რუსთავი 2-ის მხარემ 4 მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, ხოლო მეორე მხარემ სამი მოსამართლის, მთლიანობაში 7 მოსამართლის აცილება დააყენა. ჰიპოთეტურად კიდევაც რომ დავუშვათ, ორივე მხარის აცილების შუამდგომლობა იყო საფუძვლიანი, გამოდის, რომ დიდი პალატა ვერ შეიკრიბებოდა, დარჩებოდა მხოლოდ 6 მოსამართლე და მართლმსაჯულება საერთოდ ვერ განხორციელდებოდა,“ - განაცხადა ევა გოცირიძემ. 

დღის ამბები