15 დეკემბერი 2024,   12:21
ვრცლად
დიდი პალატის დასაბუთებული განჩინება - "რუსთავი 2-ის" ადვოკატები ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე საუბრობენ

რუსთავი 2-ის ადვოკატები დიდი პალატის დასაბუთებულ განჩინებას სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ სარჩელს დაურთავენ. დიდი პალატის გადაწვეტილება რუსთავი 2-ის ადვოკატებს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ 9 მოსამართლემ სამაუწყებლო კომპანია ქიბარ ხალვაშს პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გადასცა.

რუსთავი 2-ის ადვოკატების განცხადებით, 191 გვერდიან განჩინებაში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებაა.

განჩინების მიხედვით, რომელიც მხარეებს გუშინ გადაეცათ, მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს იძულებით დაათმობინეს, თუმცა რა მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო, ეს კითხვა ადვოკატებისთვის პასუხგაუცემელი რჩება.

რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ვრცლად საუბარი მოსამართლეებს არ სურთ. მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვრცლად მხოლოდ დიდი პალატის მოსამართლემ, მაია ვაჩაძემ ილაპარაკა, რომლის თქმით, რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ არცერთ კითხვას არ უპასუხა. ნინო გვენეტაძემ შენობა სათადარიგო კარიდან მედიასთან კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები