ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები იოსებიძის ქუჩის 69-ა ნომერთან, სადაც დღეს გამთენიისას მამაკაცი დაჭრეს.
ტერიტორია სპეციალური ლენტებით არის შემოფარგლული. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი.
მას ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.