19 მაისი 2024,   15:55
ვრცლად
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭს უყრიან

სესიაზე დღეს დეპუტატები მეორე მოსმენით კენჭს უყრიან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებს.

სიახლე უკონტაქტო პატრულირებისა და მართვის მოწმობის ასბალიანი სისტემის შემოღებას, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლისთვის სანქციების გაზრდას ითვალისწინებს.

განისაზღვრა სხვადასხვა სახის დარღვევები, რა შემთხვევაშიც მძღოლებს განსხვავებული რაოდენობის ქულები ჩამოაკლდებათ. ქულების ამოწურვის შემთხვევაში კი მძღოლებს გამოცდის ხელახლა ჩაბარებაც მოუწევთ.

ცვლილებები ძალაში დამტკიცების შემთხვევაში პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

დღის ამბები