19 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
არალეგიტიმური და უკანონო - სოზარ სუბარი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნებს პასუხობს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერ ქმედებას საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი არალეგიტიმურსა და უკანონოს უწოდებს.

სოზარ სუბარი ცხინვალის ახალ მოთხოვნას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ე.წ.  საზღვართან მოსახლოებას მიწის დამუშავება აეკრძალათ.

მინისტრი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას თბილისი მაქსიმალურად ეხმარება.

პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული რეჟიმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩვენების ჩატარების გამო საქართველოსთან ე.წ. საზღვარს 3 დღით - 7-დან 10 აპრილამდე დახურავს.

ე. წ. პრეზიდენტის არჩევის გარდა რეგიონში რეფერენდუმი ტარდება მისი სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.

„ნებისმიერი არჩევნები თუ მსგავსი ქმედება, რაც შეიძლება ჩატარდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალში, აფხაზეთში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის არალეგიტიმური და უკანონო,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები