19 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
პარლამენტში პრეზიდენტს ელოდებიან - დეპუტატები იმედოვნებენ, რომ გიორგი მარგველაშვილის მოხსენება ობიექტური იქნება

პარლამენტი ხვალინდელი დღისთვის ემზადება. ხვალ კანონმდებლების წინაშე ქვეყნის მეთური სიტყვით გამოვა. უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ ობიექტური იქნება. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ მმართველმა გუნდმა ბევრი მიმართულებით, ძალიან სასარგებლო და საჭირო ნაბიჯები გადადგა.

ქვეყანაში არსებული სიტუაციის ობიექტურად შეფასებას პრეზიდენტისგან ოპოზიციაშიც ელოდებიან.

„მედია გაკონტროლებულია, სასამართლო სისტემა გაკონტროლებულია ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების პროცესი გრძელდება და საკონსტიტუციო ცვლილებები ხორციელდება პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით და ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისათვის,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის აზრით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ კარგი შესაძლებლობაა.

პარლამენტში ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე საგზაო წესების შესახებ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ. როგორც ცნობილია, კანონი საგზაო წესების გამკაცრებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები