19 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
გიგი უგულავა სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა

მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებენ თბილისში, გუდამაყრის ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები. ევროპული საქართველოს ლიდერთან გიგი უგულავასთან საუბარში ადგილობრივები ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას, მოითხოვენ ვინაიდან შენობა, სადაც ცხოვრობენ ავარიულია. არ აქვთ ბუნებრივი აირი და საძირკველი მთლიანად წყლით არის დაფარული. 

“ჩვენ ვხედავთ რეალურ კონტრასტს, ერთის მხრივ გაბერილ ბიუროკრატიას, ერთის მხრივ ფუფუნებაში ჩამხვრჩვალ მთავრობას და მეორეს მხრივ ელემეტარული საარსებო მინიმუმის შემცირებას, მაშინ როდესაც მხოლოდ იმ ბიუროკრატიაზე გაბერილი ხარჯებით შესაძლებელია, რომ დევნილებმა არა 45, არამედ უკვე წლევანდელი ბიუჯეტით მიიღოს 65 ლარი და ეს არის ჩვენი ინიციატივა, რომელიც დავაყენეთ პარლამეტში. მთავრობა აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და ჩვენ ვხედავთ რა გაუსაძლის მდგომარეობაშია სოციალურად დაუცველები,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები