19 მაისი 2024,   09:29
ვრცლად
ტრაგიკულად მოკლული, სახლში გამოკეტილი, გაქცეული... პრეზიდენტებთან მიმართებაში ჩვენი ტრადიცია მძიმეა - გიორგი მარგველაშვილი 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ემხრობა პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების სრულფასოვან გამოძიებას.

“მაქსიმალურად მხარს დავუჭერდი გამოძიებას და ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის იმისთვის, რომ ვიცოდით რა მოხდა პირველ პრეზიდენტთან მიმართებაში, მაგრამ საერთოდ ტრადიცია ჩვენში ცოტა მძიმეა პრეზიდენტებთან მიმართებაში. პირველი არის ტრაგიკულად მოკლული, მეორე სახლში გვყავდა გამოკეტილი და გარეთ არ ვუშვებდით, მესამე სხვა ქეყანაში არის გაქცეული და არ ჩამოდის, მეოთხეს კონსტიტუციით გაურჩევთ საქმეს ადრე თუ გვიან. პრეზიდენტების პროფკავშირის შექმნასაც ვფიქრობ,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღის ამბები