19 მაისი 2024,   13:48
ვრცლად
სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 33 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

სირიის აღმოსავლეთ რეგიონებში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 33 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. გავრცელებული ცნობით, 18-დან 25 წლამდე ტყვეები რადიკალებმა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. 2017 წლის განმავლობაში ეს დაჯგუფების მიერ განხორციელებული ყველაზე მასობრივი მკვლელობაა.

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა თავდასხმა მოაწყვეს ერაყის ქალაქ ტიკრიტშიც. სამხედრო უნიფორმაში გადაცმულმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს ცეცხლი პოლიციის საგუშაგოსთან გაუხსნეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს. თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

დღის ამბები