19 მაისი 2024,   13:48
ვრცლად
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე ამ გადაწყვეტილებას 521 დეპუტატი მიემხრო, წინააღმდეგი წავიდა 75, 36-მა კი თავი შეიკავა. უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

გადაწყვეტილება კი ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა. ევროპარლამენტში გამართულ კენჭისყრას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ისტორიული და და უკრაინელებისთვის დამსახურებული საჩუქარი უწოდა. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კიევი ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2008 წლიდან აწარმოებდა.

დღის ამბები