13 მარტი 2025,   20:15
ვრცლად
"ეს შენ გეხებას" სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ კვირას ჩაბარდება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი ეს შენ გეხებას სარჩელები პრაქტიკულად მზად არის და მომავალ კვირას ადრესატს ჩაბარდება. არასამთავრობოების დოკუმენტაციას რამდენიმე ათეული ის სარჩელიც დაემატება, რომელიც მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებმა მოამზადეს.

      მესამე სექტორის მთავარი ამოცანაა, იმ სადავო მუხლების შეჩერება, რომელითაც უსაფრთხოების სამსახურს მოსმენების გასაღები გადაეცა. ეს შენ გეხებაში ვარაუდობენ, რომ მათი მოთხოვნა სასამართლოს პირველივე სხდომაზე დაკმაყოფილდება.

      ქვეყნაში, რომ უკანონო მოსმენების პრაქტიკა გრძელდება, ამაზე ღიად დღეს ქუთაისში სტუდენტებთან შეხვედრაზე, გიორგი მარგველაშვილმაც მიანიშნა. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ არასამთავრობოების საჩივარზე, იქნება თუ არა მისი ხელმოწერა.

      გიორგი მარგველაშვილის საპასუხოდ, უმრავლესობიდან განცხადება ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტი არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა. მმართველი გუნდის არგუმენტებს გაუგებარს უწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია. 

      კანონის ახალ ვარიანტზე დავას უმაღლეს ინსტანციაში აპირებს სახალხო დამცველიც.

       

      დღის ამბები
      მეტი